გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) თქვა: "ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდ...
სანდო (საჰიჰ)
შეთანხმებული

მოციქული(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ ყველა საქმე ფასდება განზრახვით. ეს წესი ვრცელდება ყველა საქმეზე, იქნება ეს თაყვანისცემა თუ...
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ ვინმე შემოიტანს ჩვენს...
სანდო (საჰიჰ)
შეთანხმებული

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც გამოიგონა ახალი რამ რელიგიაში ან გააკეთა ისეთი საქმე, რაზეც არ არის არავითარი არგუმენტი...
უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომელმაც თქვა: "როდესაც ჩვენ ვიჯექით შუამავალთან ერთად (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა...
სანდო (საჰიჰ)
გადმოსცა მუსლიმმა

უმარ იბნ ალ-ხატტაბი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით) გადმოსცემს, რომ ჯაბრაილი (მშვიდობა მას) მოევლინა საჰაბებს (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით) უცნობი მამაკ...
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ისლამი დაფუძნე...
სანდო (საჰიჰ)
შეთანხმებული

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისლამი შეადარა მყარ ნაგებობას, რომელსაც ხუთი სვეტი უჭირავს. ეს სვეტები ნაგებობას ამყარებენ, ხოლო ისლამის სხ...
მუაზისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, სახელად უფეირი,...
სანდო (საჰიჰ)
შეთანხმებული

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, თუ რა არის ალლაჰის უფლება მსახურებზე და რა არის მსახურთა უფლება ალლაჰის წინაშე. ალლაჰის უფლება იმ...

მოციქული(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ ყველა საქმე ფასდება განზრახვით. ეს წესი ვრცელდება ყველა საქმეზე, იქნება ეს თაყვანისცემა თუ ადამიანებს შორის ურთიერთობები. ვინც აკეთებს საქმეს მხოლოდ სარგებლის მიღების მიზნით, მიიღებს მხოლოდ იმას, რაც ისურვა, და ვერ მიიღებს ჯილდოს. ხოლო ვინც აკეთებს საქმეს, რათა მიახლოვდეს უზენაეს ალლაჰს, მიიღებს ჯილდოსა და აღიარებას მისგან, თუნდაც საქმე ჩვეულებრივი იყოს, მაგალითად, საკვების მიღება ან წყლის დალევა. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) მოიყვანა მაგალითი, რათა აეხსნა განზრახვის გავლენა საქმეებზე, თუნდაც ისინი გარეგნულად ერთნაირად გამოიყურებოდნენ. მან განმარტა, რომ ვინც ჰიჯრას (გადასახლებას) შეასრულებს და ტოვებს საკუთარ სამშობლოს, რათა მოიპოვოს თავისი უფლის კმაყოფილება, მისი ჰიჯრა არის კანონიერად და შარიათის მიხედვით მისაღები, და ის მიიღებს ჯილდოს თავისი გულწრფელი განზრახვის გამო. ხოლო ვინც ჰიჯრას ასრულებს ამქვეყნიური სიამოვნებისთვის, იქნება ეს სიმდიდრე, სტატუსი, ვაჭრობა თუ ცოლი, მიიღებს მხოლოდ იმ სარგებელს, რაზეც ფიქრობდა, და მისთვის არ იქნება არანაირი ჯილდო და საზღაური ალლაჰისგან.
Hadeeth details

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც გამოიგონა ახალი რამ რელიგიაში ან გააკეთა ისეთი საქმე, რაზეც არ არის არავითარი არგუმენტი ყურანიდან და სუნნადან, ის მიბრუნებული იქნება თავის პატრონთან (ჩამდენთან) და არ იქნება მიღებული ალლაჰის წინაშე.
Hadeeth details

უმარ იბნ ალ-ხატტაბი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით) გადმოსცემს, რომ ჯაბრაილი (მშვიდობა მას) მოევლინა საჰაბებს (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით) უცნობი მამაკაცის სახით. მას ეცვა თოვლივით თეთრი სამოსი და მისი თმა იყო მუქი შავი. მას არ ჰქონდა მოგზაურობის ნიშნები, როგორიცაა დაღლილობა, მტვერი, არეული თმა ან ჭუჭყიანი ტანსაცმელი, და არც ერთმა იქ მყოფმა, რომლებიც ისხდნენ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ), არ იცნო იგი. ჯაბრაილი დაჯდა მოციქულის წინ ისე, როგორც ჩვეულებრივ ზის ხოლმე მოსწავლე, და ჰკითხა მას ისლამის შესახებ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა, რომ ისლამი მოიცავს ხუთ ბოძს: ორ მოწმობას (შაჰადა), ხუთგზის ლოცვის შესრულებას, ზაქათის (სავალდებულო მოწყალების) გადახდას იმათთვის, ვისაც ეკუთვნის, რამადანის თვეში მარხვას და ჰაჯის (მექაში პილიგრიმობის) შესრულებას მათთვის, ვისაც ამის ძალა შესწევს. მკითხველმა თქვა: "შენ თქვი სიმართლე", საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გაოცებულები იყვნენ მისი შეკითხვით, რადგანაც თითქოს მან არ იცოდა მასზე პასუხი, მაგრამ პასუხებზე თანხმობა განაცხადა(ამაზეც გაოცდნენ). შემდეგ ჯაბრაილმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმანის (რწმენის) შესახებ, და მოციქულმა უპასუხა, რომ რწმენა ეფუძნება ექვს რამეს: რწმენა უზენაესი ალლაჰის არსებობისა და ერთადერთობის მიმართ, რწმენა, რომ ალლაჰი ერთია თავის საქმეებში, როგორიცაა შექმნა, და მხოლოდ ის იმსახურებს თაყვანისცემას, რწმენა პატივცემულ ანგელოზებში, რომლებიც ალლაჰმა შუქისგან შექმნა და რომლებიც არ გადაუხვევენ მის ბრძანებებს, რწმენა წიგნების, რომლებიც ალლაჰმა გაუგზავნა თავის წინასწარმეტყველებს, მათ შორის რწმენა ალლაჰის მოციქულებში, რომლებიც ავრცელებდნენ მის რელიგიას, მაგალითად, ნუჰი (ნოე), იბრაჰიმი, მუსა, ისა და უკანასკნელი მათგანი — მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), სხვა წინასწარმეტყველები და განკითხვის დღის რწმენა, რაც მოიცავს ყველაფერს, იმას რაც სიკვდილის შემდეგ ხდება: მდგომარეობას საფლავში, ბარზახის რწმენა (შუალედურ მდგომარეობაში სიკვდილსა და აღდგომას შორის), აღდგომას, სასამართლოს, რის შემდეგაც ადამიანი აღსდგება და წარსდგება სასამართლოს წინაშე, რწმენა ბედისწერის მიმართ, რაც გულისხმობს რწმენას, რომ ალლაჰმა წინასწარ განსაზღვრა ყველაფერი თავისი ცოდნით, სიბრძნით, ბრძანებით და ნებით, და ყველაფერი ხდება ისე, როგორც მან წინასწარ განსაზღვრა და შექმნა. შემდეგ ჯაბრაილმა ჰკითხა მას გულწრფელობის შესახებ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა, რომ გულწრფელობა ნიშნავს ალლაჰზე თაყვანისცემას ისე, თითქოს ხედავ მას. თუ ადამიანი ვერ აღწევს ამ დონეს, მაშინ მან უნდა სცეს თაყვანი ალლაჰს, გაცნობიერებით, რომ ალლაჰი ხედავს მას. პირველი დონე არის «ხილვის» დონე, რაც უფრო მაღალია, ხოლო მეორე დონე არის «დაკვირვების» დონე. შემდეგ შეეკითხა საათის შესახებ (განკითხვის დღე), და მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტა, რომ მის შესახებ არავის არ გააჩნია ცოდნა, არც მკითხველს და არც მოპასუხეს. შემდეგ ჯაბრაილმა ჰკითხა მას განსჯის დღის ნიშნების შესახებ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ განსჯის დღის ნიშნებს შორისაა: მონების და მათი შვილების ზრდა ან ბავშვების უგულებელყოფა და ურჩობა დედების მიმართ, ისე რომ ისინი მათ მონებივით მოეპყრობიან; და ასევე იქნება ბოლო დროს მწყემსებისა და ღარიბების მატერიალური სიმდიდრის ზრდა, როცა ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან შენობების მოჩუქურთმებაში და ამაღლებაში. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ ის, ვინც შეკითხვებს სვამდა, იყო ჯიბრაილი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რათა ესწავლებინა მათთვის ეს ჭეშმარიტი რელიგია.
Hadeeth details

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისლამი შეადარა მყარ ნაგებობას, რომელსაც ხუთი სვეტი უჭირავს. ეს სვეტები ნაგებობას ამყარებენ, ხოლო ისლამის სხვა ბრძანებები და ვალდებულებები ამ ნაგებობის დამატებად და გაფორმებად გვევლინებიან. ამ პირობებიდან პირველია: ორი დამოწმება - დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვათაება, გარდა ალლაჰისა და დამოწმება, რომ მუჰამმედი ალლაჰის შუამავალია, ეს ორი ერთი პირობაა და ერთი მეორეს გარეშე არ იქნება. მსახური მათ წარმოთქვამს დასადასტურებლად იმისა, რომ ალლაჰი ერთადერთია და მხოლოდ ის იმსახურებს ღვთისმსახურებას და არავინ იმსახურებს სხვა მის გარდა, შემდეგ იმოქმედებს მისი პირობებით, ირწმუნებს მისი შუამავლის მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და გაჰყვება მას. მეორე პირობა: ლოცვის შესრულება - დღე-ღამის განმავლობაში შესასრულებელი ხუთი სავალდებულო ლოცვა: დილის ლოცვა, შუადღის ლოცვა, ნაშუადღევის ლოცვა, სამხრობის ლოცვა, და ღამის ლოცვა, თავისი პირობებით, საფუძვლებით და ვალდებულებებით. მესამე პირობა: სავალდებულო ზაქათის გადახდა - ეს არის ფინანსური თაყვანისცემა, რომელიც სავალდებულოა იმ ქონებისთვის, რომელმაც მიაღწია შარიათით დადგენილ მინიმალურ ზღვარს. ზაქათი უნდა გაიცეს იმ ადამიანებზე, ვისაც შარიათის მიხედვით ეკუთვნის. მეოთხე პირობა: ჰაჯობა (პილიგრიმობა) - ეს არის მექქაში განსაზღვრული ადგილების მონახულების განზრახვა უზენაესი ალლაჰის თაყვანისცემის მიზნით. მეხუთე პირობა: რამადანის თვეში მარხვა - ეს არის ჭამა-სმისგან და სხვა მარხვის მომშლელი ფაქტორებისგან თავის შეკავება ალლაჰზე თაყავანისცემის განზრახვით, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.
Hadeeth details

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, თუ რა არის ალლაჰის უფლება მსახურებზე და რა არის მსახურთა უფლება ალლაჰის წინაშე. ალლაჰის უფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები მხოლოდ მას ერთს უნდა ემსახურონ და არ შეუქმნან მას თანაზიარი. მსახურის უფლება ალლაჰის მიმართ ის არის, რომ არ დასჯის ერთღმერთიანებს, რომლებიც არ უქმნიან მას თანაზიარად არავის. ამის შემდეგ მუ'აზმა უთხრა: ო, ალლაჰის მოციქულო ნუთუ არ ვუმახარობლო ხალხს რომ გაიხარონ და იბედნიერონ ამ უდიდესი სიკეთით? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამისგან თავშეკავება უბრძანა, იმის შიშით, რომ ხალხი მხოლოდ მასზე დაეყრდნობოდა.
Hadeeth details

მუ'აზ იბნ ჯაბალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან იყო შემომჯდარი ცხენზე ან აქლემზე, და მას მიმართა ჰეი, მუაზ? მან ეს სამჯერ გაუმეორა; იმის მისათითებლად, რომ ის რის თქმასაც აპირებდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ ყველაფერს მუ'აზი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შემდეგი სიტყვებით პასუხობდა: "აქ ვარ შენს წინაშე, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!", ანუ: გპასუხობ შენ ო, ალლაჰის შუამავალო, პასუხს გცემ და მწამს შენი. ბედნიერებას შენზე მორჩილებაში ვეძებ. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას უთხრა, რომ ვინც დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ანუ: არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, წრფელი გულით ტყუილის გარეშე ამას დაამოწმებს და ის ამ მდგომარეობაში გარდაიცვლება, ალლაჰმა მისი დაწვა აუკრძალა ჯოჯოხეთს. მუ'აზი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შეეკითხა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ემცნობებინა თუ არა ეს ხალხისთვის რათა გაეხარათ და გაბედნიერებულიყვნენ ამ სიკეთით? შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეეშინდა, რომ ისინი მხოლოდ ამაზე დაიმედდებოდნენ და შეამცირებდნენ საქმეებს. მუ'აზს ამის შესახებ არავისთვის მოუყოლია, გარდა მაშინ როცა მას სიკვდილი ეწვია; იმის შიშით რომ ის ჩაიდენდა ცოდვას ცოდნის დამალვით.
Hadeeth details

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც დაამოწმა თავისი ენით "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", ანუ: არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, განუდგა ყველა სარწმუნოებას ისლამის გარდა, მისი ქონება და სისხლი მუსლიმებისთვის აკრძალულია, ჩვენ მხოლოდ ღია (გარე) შეხედულებით უნდა ვიმოქმედოთ. მიუღებელია მისი ქონების მიტაცება და მისი სისხლის დაღვრა, გარდა იმ შემთხვევაში თუ ჩაიდინა ცოდვა ან დანაშაული და ეს გამოიწვევს მათ ხელყოფას ისლამური სამართლის აღსასრულებლად. ალლაჰია პასუხისმგებელი მის განკითხვაზე აღდგომის დღეს, თუ ის იყო მართალი დააჯილდოვებს მას, და თუ იყო ორპირი დასჯის მას.
Hadeeth details

ერთმა კაცმა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა ორ თვისებაზე: რომელითაც იქნებოდა სავალდებულო სამოთხეში და ჯოჯოხეთში შესვლა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა, რომ თვისება, რომელიც სამოთხეში შესვლას უზრუნველყოფს არის, ადამიანი რომელიც გარდაიცვლება და ის ეთაყვანება ერთადერთ ალლაჰს და არ უდგენდა მას არავის თანაზიარად, ხოლო თვისება, რომელიც ჯოჯოხეთში შესვლას გამოიწვევს, არის ის, რომ ადამიანი რომელიც, გარდაიცვლება და ის უდგენდა ალლაჰს თანაზიარს, უტოლებდა ვინმეს თაყვანისცემაში, ღვთაებრიობაში, სახელებსა თუ თვისებებში.
Hadeeth details

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ისეთ რამეს გააკეთებს სხვისთვის, რომელიც აუცილებლად მხოლოდ ალლაჰისთვის უნდა გაკეთდეს, როგორიც არის უზენაესი ალლაჰის გარდა სხვაზე ვედრება, ან სხვისგან დახმარების თხოვნა, შემდეგ კი მოკვდება ამ მდგომარეობაში, ის იქნება ჯოჯოხეთის ბინადართაგან. იბნი მა'სუდი კი ამატებს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ვინც მოკვდა ისე, რომ ის ალლაჰს მოზიარეს არ უდგენდა, მისი მისაქციელი სამოთხეში იქნება.
Hadeeth details

როცა მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზ იბნ ჯაბალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იემენში ალლაჰის გზაზე მოსახმობად და სწავლების მიზნით გაგზავნა, მან განუმარტა, რომ მას შეხვდებოდა ხალხი, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ, რათა მუაზი მზად ყოფილიყო მათთვის. მან ურჩია, რომ მათი მოწოდება დაწყებულიყო ყველაზე მნიშვნელოვანით, შემდეგ კი თანმიმდევრულად გაეგრძელებინა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება. პირველ რიგში, მუაზს უნდა დაეწყო მოწოდება მრწამსის გამოსწორებით, რომ დაემოწმებინათ: რომ არ არსებობს ღმერთი გარდა, ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. რადგან ამ სიტყვებით ისინი ისლამში შევლენ. და თუ ისინი დაემორჩილებიან ამ მოწოდებას, შემდეგ უბრძანე მათ ლოცვის შესრულება, რადგან ის თაჰვიდის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, თუ ისინი ლოცვაზე დაადგებიან, უბრძანე მათ მდიდრებს, რომ თავიანთი ქონებიდან ზაქათი ღარიბებს მისცენ. შემდეგ გაფრთხილება მისცა, რომ არ აიღოს მათი ქონების საუკეთესო ნაწილი, რადგან ვალდებულება არის ქონების საშუალო ნაწილის მიცემა. შემდეგ მუაზი დაარიგა, რომ თავი აერიდებინა უსამართლობის ჩადენისგან, რათა დაჩაგრულმა არ მოუხმოს ალლაჰს მის წინააღმდეგ, რადგანაც დაჩაგრულის ვედრება მიღებულია.
Hadeeth details

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ განკითხვის დღეს მისი შუამდგომლობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად თქვა: „არ არსებობს ღვთაება ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა რაც ნიშნავს, რომ ალლაჰი ერთადერთია ღირსეული თაყვანისცემისა. ამ სიტყვებს ის უნდა ამბობდეს მასზე თანაზიარისგან და მოჩვენებითობისგან თავისუფალი გულით.
Hadeeth details

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ რწმენას აქვს ბევრი ნაწილები და საფეხურები, რომელიც აერთიანებს ქმედებებს, მრწამს და სიტყვებს. რწმენის ყველაზე მაღალი და საუკეთესო ნაწილი არის სიტყვები: "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", მისი მნიშვნელობის ცოდნით და მისი პირობების შესრულებთ, რწმენა იმისა, რომ ალლაჰი არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას და არავინ იმსახურებს მის გარდა. რწმენის ყველაზე დაბალი გამოვლინება არის გზიდან იმის მოშორება, რაც ადამიანებს გადაადგილებაში ხელს უშლის. შემდეგ გვამცნო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ სირცხვილი რწმენის ნაწილია. ის არის ზნეობა, რომელიც მოუწოდებს კარგი ქმედებებისკენ და კრძალავს ცუდ ქმედებებს.
Hadeeth details