The Encyclopedia of Ar-Rahman's Guests

Selected material for Pilgrims and Um-rah teaching it in languages of the world

Selected content

მოკლე გზამკვლევი შუამავლის მეჩეთის მონახულების წესები და მისი დადგენილებები
მოკლე გზამკვლევი შუამავლის მეჩეთის მონახულების წესები და მისი დადგენილებები
More

Selected prophetic hadiths

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ლოცვა ჩემს ამ მეჩეთში უკეთესია, ვიდრე ათასი ლოცვა სხვა მეჩეთებში, გარდა აკრძალული მეჩეთისა [მექქაში]».
სანდო (საჰიჰ)
შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ბარზა ალ-ასლამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სამსჯავროს დღეს ადამიანი ვერ გადაადგამს ნაბიჯს, სანამ მას არ ჰკითხავენ: მის სიცოცხლეზე – როგორ გაატარა იგი, მის ცოდნაზე – როგორ გამოიყენა იგი, მის ქონებაზე – საიდან შეიძინა და სად დახარჯა, მის სხეულზე – თუ რას შეალია იგი».
სანდო (საჰიჰ)
გადმოსცა ალ-თირმიზიმ
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მასუდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ჩვენ ვიყავით ალლაჰის მოციქულთან ერთად (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან თქვა: «თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა»
სანდო (საჰიჰ)
შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს».
სანდო (საჰიჰ)
გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რწმენას აქვს სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ნაწილი, ხოლო, საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა", ხოლო მისი ყველაზე დაბალი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშირება და სირცხვილიც რწმენის ერთ-ერთი ნაწილია».
სანდო (საჰიჰ)
შეთანხმებული
More